
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისის რომელ უბანში დაფიქსირდა უძრავი ქონების ყველაზე მეტი ტრანზაქცია?
14-03-2017
2016 წელს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. „თიბისი ბანკის“, აისეტისა და ჯამფსტარტის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბაზარზე 2016 წელს 89 120 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 20.2%-ით მეტია.
2016 წელს ყველაზე მეტი ტრანზაქცია თბილისში დაფიქსირდა - 34 440 ერთეული, რაც მთლიანი გაყიდვების 38.6%-ია, მეორე ადგილზეა კახეთი - 10 666 ერთეულით, ხოლო მესამეზე აჭარა - 8 551 ერთეული.
დედაქალაქში 2016 წელს ყველაზე მეტი ტრანზაქცია ვაკეში დაფიქსირდა - 6 892 ერთეული, რაც დედაქალაქის გაყიდვების 20 %-ია. გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგილებზეა საბურთალო - 5 909 ერთეულით და სამგორი 3 748 ერთეულით.
AutoPlay

Apple კეცვად სმარტფონზე მუშაობს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ

რუსული ხორბლის ფასმა მორიგი რეკორდი განაახლა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება აპრილამდე შეჩერდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ

რა მოცულობის ელექტროენერგია დააკლდება ქვეყანას "ენგურჰესის" გაჩერებით
გამოქვეყნდა 3 საათის წინ

მანდარინის ექსპორტმა 17,3 მლნ დოლარი შეადგინა - 3 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი გავიდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ

საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოდის
გამოქვეყნდა 15 საათის წინ