თბილისის ორ ქუჩაზე, საცხოვრებელ თუ საჯარო დაწესებულებაში ხმაურზე შესაძლოა მიდგომები გამკაცრდეს. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში რამდენიმე მოქალაქის მიერ წარდგენილ ინიციატივაზე წამყვანმა კომიტეტმა დადებითი დასკვნა გასცა.
კერძოდ, საუბარია, ლეო ქიაჩელისა და გიორგი ახვლედიანის ქუჩებზე მცხოვრებთა წინადადებაზე, რომლის თანახმადაც, მოთხოვნილია, რომ დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში იურიდიული პირის სამჯერ დაჯარიმების შემდეგ ჯარიმა გაიზარდოს ათასიდან 3 ათას ლარამდე, ხოლო მომდევნო სამჯერ დაჯარიმების შემდეგ − 5 ათას ლარამდე; ამასთან, 5 ათასი ლარით დაჯარიმდეს გამქირავებელიც.
საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი პრინციპის მისაღებად ცნობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია. კომიტეტმა წარმოდგენილი ინიციატივა განხილვის შედეგად მიღებულად ცნო.