კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არააკადემიურ სივრცეებში - საქართველო უკვე მეოთხე წელია უკვე რაც ამ საერთაშორისო აქცია-კონცერტს უერთდება. პროექტის ფარგლებში კონსერვატორიის პროფესორები, სტუდენტები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები ბახის 333-ე დაბადების დღეს ზეიმობენ. პროექტი მსოფლიოს 153 ქალაქს მოიცავს. მისი ორგანიზატორი ამერიკელი ჩელისტი დელ ჰენდერსონია, რომელიც მსოფლიოს სამ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს სტუმრობს.