თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები იმავე რაიონებში არსებულ სხვა ბაღებში ორშაბათიდან გადანაწილდებიან და შენობების გამაგრების შემდეგ, ძველ ბაღებში დაბრუნდებიან. აღნიშნულის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვაცნელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბავშვებთან ერთად ახალ ბაღებში პედაგოგები და ადმინისტაციული პერსონალიც გადანაწილდება. თბილისის სამი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წყვეტს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, სამი ბაღის შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.აღნიშნულ საკითხს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა.