ციფრულ ვალუტას დედაქალაქის მოსახლეობის 5% ფლობს. ამის შესახებ, "ეისითის" კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის შესახებ თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარს კერძოდ, 43%-ს სმენია. ამასთან, როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილიდან, ვისაც კრიპტოვალუტის შესახებ სმენია 3%-ს მათი საშუალებით ვაჭრობის მიზნით ტრანზაქციაც შეუსრულებია, 2%-ს ვალუტა ონლაინ შოპინგის მიზნით გამოუყენებია, 3%-ს კი გადარიცხვის ტრანზაქცია შეუსრულებია.ცნობისთვის, კვლევა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში ჩატარდა.