თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკის განახლებას მგზავრობის ტარიფის გაზრდის გარეშე ვერ ხედავს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, ფინანსური პრობლემების გამო მათ 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც ვერ შეძლეს. „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძე გამოსავალს მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით ზრდაში ხედავს.