"თბილისის მიკროავტობუსი" იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომლებიც საყოველთაო კარანტინის პირობებში მუშაობას აგრძელებს. კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა და მომზადებულია მომსახურების ფასის საერთო ფორმულაც.
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე განისაზღვრა ფასით - ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით.
მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას.