თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.
ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ასახელებენ, რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.