თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება იყო, თუმცა მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა.როგორც "პალიტრანიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის მქონე მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა.შეგახსენებთ, რომ ტექნიკური პრობლემა თბილისის მეტროსადგურში გუშინაც შეიქმნა. სამგორის მეტროსადგურში მატარებლის შემადგენლობის გაჩერების გამო პირველ ხაზზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.