თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა - Palitra News

თბილისის მეტრომ მუშაობა განაახლა

2018-06-06 15:06:42+04:00

მეტროსადგურებმა მუშაობა განაახლეს. მემანქანეების გაფიცვის გამო, ორშაბათიდან ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილი იყო. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ამ პეიროდში მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასო იყო. მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი ხელფასების 45 პროცენტით მომატებას ითხოვდნენ.