მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი - "ერთობა 2013" დღეს, 11:00 საათზე, მეტროს სადგურ "რუსთაველთან" პრესკონფერენციას გამართავს. როგორც აღნიშნული პროფკავშირში აცხადებენ, გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს, ასევე, შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რათა დაიცვან კანონიერი გაფიცვის შესაბამისი ყველა პროცედურა.