თბილისის მეტრო დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება - დროის რა მონაკვეთში მოემსახურება ტრანსპორტი მგზავრებს - Palitra News

თბილისის მეტრო დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება - დროის რა მონაკვეთში მოემსახურება ტრანსპორტი მგზავრებს

2020-09-21 08:59:24+04:00

თითქმის 15 თვის შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. მიწისქვეშა საქალაქო ტრანსპორტი დღეიდან მგზავრებს დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტამდე მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე მეტროპოლიტენის ერთი საათით ადრე მუშაობის შეჩერება ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაციას უკავშირდებოდა, რომელიც უკვე დასრულდა. სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.