"ვახუშტის" ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხუთთვიან ვადაზე ადრე დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხიდის ტერიტორიაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულებიც გამწვანდა. დაახლოებით, 500 კვ. მეტრამდე ფართობის გზაგამყოფ კუნძულებზე რულონური ბალახი დაიგო, განხორციელდა მულჩირების სამუშაოები, ასევე, დაირგო ჭყორის მარადმწვანე ბუჩქები და მოეწყო სარწყავი სისტემა.