დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მტავრობის სხდომაზე იმ ინფრასტრუქტურულ და საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა რომელთა განხორციელებაც თბილისში იგეგმება.
კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ გოირიძის ბაქანის მდგომარეობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე ექსპერტიზა მიმდინარეობს. სწორედ ექსპერტიზის შედეგების მიხედვით გაგრძელდება სამუშაოები, რათა რეაბილიტაციის პროცესი სამ თვეში დასრულდეს. ერთ თვეში იგეგმება დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებსი დასრულება. ვაკის პარკში კი დღეიდან გამოიყო სივრცე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად მოქალაქეებს შინაური ცხოველების გასეირნების შესაძლებლობა ექნებათ.