თბილისის მერის მოადგილის პოსტს ანდრია ბასილაია დაიკავებს. ამის შეასხებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბასილაია სოფიო ხუნწარიას ადგილს დაიკავებს, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, მანამდე კი, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერის მოადგილის პოსტზე სოფიო ხუნწარია ჩაანაცვლა.