თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება. როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იურიდიული პირები ფიზიკურ პირებთან შედარებით, უფრო ნაკლებ მოსაკრებელს იხდიან, რაც არასამართლიანია. კახა კალაძემ იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.