თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებასაც მიიღებს. როგორც კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
კალაძის თქმით, მერიას მდგომარეობის პუსზე უდევს ხელი და საჭიროების შემტხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება.
ამ ეტაპზე მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. ყვითელი მრიოავტობუსების მოძრაობა შეიზღუდა. გარკვეული რეგულაციებით ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსები და მეტრო