თბილისის მერიის წინ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა პირებმა აქცია გამართეს. დაზარალებულები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, ყველა არსებული დოკუმენტაცია გამზადებულია, თუმცა მხოლოდ თბილისის მერის განკარგულებას ელიან. მათივე თქმით, ადმინისტრაციული წარმოება შესაბამის ვადებში არ მიმდინარეობს.