თბილისის მერიის თანამშრომლები ტრენინგში - "სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება სივრცითი დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორში" ჩაერთვნენ. ტრენინგის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე მოდელის გაცნობა ყველა ჩართული მხარისთვის მნიშვნელოვანია.
ორდღიან ტრენინგს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები ჩაატარებენ. მას როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები გაივლიან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი სისტემის ძირითად პრინციპებს.