თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული პირი კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს. მისი 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და PCR ტესტირება ჩაუტარდათ.
პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა „ოქროს ბირჟის“ კლასტერის კონტაქტია. „ოქროს ბირჟაზე“ მისი ოჯახის წევრი მუშაობს. როგორც "პალიტრანიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.