თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეათე საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს და მასზე მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. წლევანდელი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. ღონისძიების შემაჯამებელ ნაწილში „თბილისის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ წარდგენა მოხდება, ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრობის სერთიფიკატი