თბილისში, ქუთათელაძის ქუჩაზე ტროტუარზე პარკირება აიკრძალება. თბილისის მერი კახი კალაძე საბურთალოს რაიონში ქუთათელაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მისი თქმით, ქუჩაზე მდებარეობს სკოლა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.ქუთათელაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.