თბილისის მერია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდა.
ცნობისთვის, თბილისის მერიასთან აქციაზე სამართალდამცველებმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ოთხი წევრი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულსხმობს. ოთხივე მათგანი ამჟამად გათავისუფლებულია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებდნენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვდნენ.