თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე სხვადასხვა კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, ელექტრომობილები, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები,სამშენებლო მასალები და ალტერნატიული ენერგიის წყაროები წარმოადგინეს. გამოფენა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო.