თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის შემთხვევები ძალიან მცირეა. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებში სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მისცეს.
რაც შეეხება ავტობუსებს და მეტროს, ბითაძის თქმით აღნიშნულ ორ მიმართულებას უშუალოდ მერია აკონტროლებს და მონიტორინგი ყოველდღიურად ხდება.