თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს - Palitra News

თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს

2020-05-06 11:51:14+04:00

დედაქალაქის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, ინვესტორი ვალდებული იქნება ჩოგბურთის კორტები აღადგინოს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია დაახლოებით, 5 მილიონ ლარად არის შეფასებული