2017 წლის ივნისის მდგომარეობით თბილისის მერიის ბალანსზე 289 ავტომობილი ირიცხებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (idfi) კვლევაშია მოცემული. მათივე ცნობით, 2014 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში 31 ავტომობილია მიღებული. მათგან, ყველაზე ძვირადღირებული Toyota Camry-ის მოდელის ავტომობილები - ვიცე მერსა და მერის სხვა სამ მოადგილეზეა განპიროვნებული. აღსანიშნავია, რომ თითოეული ავტომობილის შესყიდვის ფასი 67 545 ლარია.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, მერიის ადმინისტრაციიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ ავტომობილების შესყიდვაზე ხარჯები არ გაუწევიათ. თუმცა, რა ფორმით იქნა აღნიშნული ავტომობილები 2014 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში მიღებული (უსასყიდლოდ თუ ჩანაცვლების გზით) უცნობია.