საკრებულოში თბილისის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა, რომელიც 927 631 500 ლარს შეადგენს. როგორც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადამუშავებული ვარიანტი პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარითაა გაზრდილი. ზარქუას თქმით, გადამუშავებულ ვარიანტში საკრებულოს უმრავლესობის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.