თბილისის მერიამ „რადიოქალაქის" პროექტზე, რომელიც მუხიანში მრავალფუნქციური გასართობი სივრცის განვითარებას გულისხმობს, აუქციონი გამოაცხადა.
პროექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 მილიონ 978 ათას 492 ლარს შეადგენს. დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხიდან ბიჯი 344 ათას 677 ლარია, ხოლო „ბე“ - 4 მილიონ 595 ათას 698 ლარი. აუქციონში განაცხადების მიღების ვადა 9 სექტემბერს იწურება.გამარჯვებულმა კომპანიამ 8 მილიონიანი დოლარის საინვესტიციო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.
ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა.