თბილისის მერია სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულებისთვის ფართების გადაცემაზე მუშაობას იწყებს.
როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, პრობლემის მოსაგვარებლად უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფი. გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, მომავალ კვირაში სამშენებლო კომპანიებთან და დეველოპერებთან მასშტაბური შეხვედრა იგეგმება, სადაც "ცენტრ პოინტის" ყველა დაუსრულებელი პროექტი იქნება წარმოდგენილი.
კახა კალაძემ დეველოპერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიისგან მათ მაქსიმალური თანადგომა ექნებათ.