"ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამ დრომდე რეფორმაში ტაქსების მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მათ ლიცენზიის აღების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეცვალეს. ამიერიდან კი მსგავსი კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ ღებვის, თეთრი ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერებით ისარგებლონ.