თბილისის მერია სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმებას გეგმავს. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმების მიზნით აუდიტორული მომსახურების შესყიდვის მიზნით ოთხი ტენდერია გამოცხადებული. ჯამში, საუბარია, 76 ობიექტზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი ჯამურად, 239 ათას 792 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, აუდიტორული მომსახურება მოიცავს თითოეული სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის 2017-2018 წლების ფინანსური ანგარიშგების - წლიური ბალანსების აუდიტორულ შემოწმებას და შესაბამისი აუდიტორული დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებას. სატენდერო პირობების თანახმად, თითოეული ტენდერის შემთხვევაში წინადადებების მიღება 14 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.