თბილისის მერია სხვადასხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობის საკითხთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისა და გაჩერებების რეგულაციებისთვის მუშაობს. დედაქალაქის ხელმძღვანელობაში საკითხს განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ რეგულაციები, როგორც ავტობუსებსა და ქალაქში მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს ასევე რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებსაც შეეხებათ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ცვლილებები სამუშაო რეჟიმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.