თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც კალაძემ აღნიშნა, საბაგირო დაახლოებით 2 წელიწადში ამოქმედდება და პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.
საბაგირო წრიული ტიპის იქნება 21 გონდოლიანი და მთლიანი მანძილის დაფარვა 4 წუტში იქნება შესაძლებელი.