ტაქსის მანათობელი ნიშნები, რომლებიც თბილისის მერიამ შეისყიდა, მძღოლებს ნოემბრის დასაწყისიდან დაურიგდებათ. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, მანათობელი ნიშნები უცხოეთში უკვე შესყიდულია, თუმცა ჩამოტანილი ჯერ არ არის.
შესაბამის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს GSERVICE-მა თბილისის მერიას ჯამში 15 ათასი ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშანი 376 800 ლარად უნდა მიაწოდოს.