თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის დახმარებას აგრძელებს. დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.
პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, თბილისის მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში, მთლიანობაში, 20 000 პაკეტი გაიცემა. ამ ეტაპზე, დროებით საწყობში 11 000 პაკეტი ინახება.
დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, შემდეგ კი გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მეშვეობით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.