თბილისის მერია MAN-ის ავტობუსების შემოყვანაზე პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს. საქმე ეხება მერიის მიერ შესყიდულ 90 ავტობუსს, რომლის ნაწილიც, 50 ერთეული, კომპანიას მერიისთვის ჯერ არ მიუწოდებია მაშინ, როცა მიწოდების ვადა ივნისში ამოიწურა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია ჯარიმას იხდის. ჯარმის ოდენობა მას შემდეგ დაითვლება, რაც კომპანია ავტობუსებს მერიას მიაწოდებს. ამასთან, მაია ბითაძე აღნიშნავს, რომ თბილისს ორ წელიწადში დაახლოებით, 1000-მდე ავტობუსი ეყოლება.