თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ქართული ესტრადის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში დაეხმარა და მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. იგეგმება ღამის კლუბების მხარდაჭერაც.
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით კი პანდემიიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიება გატარდა და ამით რამდენიმე ათასმა სუბიექტმა ისარგებლა.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, რესტორნების, კვების ობიექტების, საკლუბო ინდუსტრიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 200 000 ლარი გამოიყო.