04:21
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თბილისის მერია დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
24-02-2021

თბილისის მერია დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

AutoPlay
რუსეთის საგარეო უწყება სანქციებზე - აშშ უბრალოდ ცდილობს გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
აშშ-მა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით კოდუას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები