მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება, - ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი წყდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს - ნათქვამია მერიის განცხადებაში.