თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, თუ რატომ აცხადებს, მუნიციპალიტეტი ქვეითად გადასასვლელ ხიდებზე ტენდერებს. როგორც კალაძე აცხადებს, არის ადგილები სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ სჭირდება დედაქალაქს, თუმცა არის ისეთი ადგილები სადაც ისინი საჭიროა. მერი ამბობს, რომ სადაც ხიდების დემონტაჟი მოხდა, ზებრა გადასასვლელი მოეწყო, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად არის ადგილები, სადაც ხიდები საჭიროა.