თბილისის მერი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. თბილისის მერმა აშშ-ის ელჩს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ თბილისის ეფექტური განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.