თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა დღეს 106-ე სხდომა ჩაატარეს. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 33 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.