თბილისის მერიამ ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. პირველ ეტაპზე, ხიდების დემონტაჟი ქალაქში 20 ადგილზე მოხდება. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს პირადად გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა.