თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოსაწესრიგებლად ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად განხორციელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამომავლოდ, შესაძლოა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა "ქუჩების გაჭედვის" დროს და მერიის დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები.
მერიის განცხადებით, თუ კონკრეტულ ლოკაციაზე პატრულის ეკიპაჟია, ის ვერ ხედავს მისგან 3 კილომეტრში რა ხდება. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, საპატრულო პოლიციასთან ერთად სატრანსპორტო სამსახურმა მიიღოს გადაწყვეტილება საგზაო რეჟიმებთან დაკავშირებით.