თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კონკრეტული არეალების დადგენა მიმდინარეობს. კერძოდ, როგორც ელოშვილმა აღნიშნა, საბაგიროები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საინტერესო ტრანსპორტად განიხილება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია.
ცნობისთვის, თბილისის მერიას 12 ახალი საბაგიროს მშენებლობას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფიც სთავაზობს.