თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში არტ ინკუბატორი გაიხსნა."არტ ინკუბატორი" კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა უსასყიდლოდ გაიხსნება.