თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი "წითელი ხიდის" თანამშრომლებმა საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1967 წელს დაბადებული ა.ტ. დააკავეს.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებული დამნაშავედ არის ცნობილი ჩეხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 43 T 23/2005 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს. ამჟამად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.