თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - "თბილისის აეროპორტის" თანამშრომლებმა ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ვალუტის და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.