თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლია მოთავსებული, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა.როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, მალე გამოჯანმრთელდებიან. მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებული 2 განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან 1-ის მდგომარეობა სტაბილური გახდა.
ამჟამად კლინიკაში 7 მძიმე პაციენტი რჩება.